„რუსთავის წყლის“ დირექტორი – მე-16 სკოლაში ბავშვების მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი არ არის

ქალაქ რუსთავში, ეროვნული სტანდარტებით გათვალისწინებული პარამეტრებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, მე-16 სკოლის მოსწავლეების სასმელი წყლით მოწამვლა გამოირიცხა, – ამის შესახებ კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „რუსთავის წყალმა“ ქიმიური ანალიზი სასმელი წყლის ოთხ სხვადასხვა ნიმუშზე ჩაატარა.

„აღნიშნული ფაქტი დაფიქსირების შემდეგ მომენტალურად დავიწყეთ მოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს რუსთავის მე-16 სკოლაში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის. ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა, ასევე ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს“, – განაცხადა თემურ ჯანელიძემ.

კომპანიის წარმომადგენლებმა წყლის ხარისხის შესამოწმებლად ლაბორატორიული სინჯები აიღეს.

დღეს რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის რვა მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი – მოსამართლის გადაწყვეტილება შერჩევითია
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძეს ფონდი „იავნანას“ საქმეზე ხვალ საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ