რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა

წარმოების შემცირებამ 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება გამოიწვია, – ამის შესახებ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი.

15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე.

წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება.

ქარხანა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები უახლოეს მომავალში შევა ძალაში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი“, – აცხადებენ მეტალურგიულ ქარხანაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას დარბაზში დასაბრუნებელი დერეფნის კარი ჩაუკეტეს (+ვიდეო)
შემდეგი სტატია“რა გინდათ, ერთხელ რომ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ” (+ვიდეო)