ნიკა მელიას დარბაზში დასაბრუნებელი დერეფნის კარი ჩაუკეტეს (+ვიდეო)

დაპირისპირება ნიკა მელიასა და ირმა ინაშვილს შორის საკანონმდებლო ორგანოს დარბაზსა და დერეფანში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

ირმა ინაშვილი ნიკა მელიას თავ-ყბის დალეწვით ემუქრებოდა და გარეთ გასვლას სთხოვდა, ზაზა პაპუაშვილი კი მას ზურგიდან მიეპარა და ჩაარტყა.

მას შემდეგ რაც დეპუტატები მანდატურის სამსახურმა დერეფანში გამოიყვანა, ნიკა მელიას დარბაზისკენ მიმავალი კარი ჩაუკეტეს.

„სრულ უმრავლესობაში ხომ არიან პლუს მთელი მანდატურის სამსახური. დაინახეთ, ხომ „ქართული ოცნება“ იგივე „პატრიოტთა ალიანსი“ როგორ იქცევა. რა არიან ესენი და ვინ არიან თუ არა კრიმინალები. ადამიანები დაჭრეს პროცესში, შტაბის ხელმძღვანელი რაჭაში, უმოწყალოდ სცემეს ახალქალაქში, სიკვდილამდე მიიყვანეს რეპრესიებით ზუგდიდში ამაგდარი პედაგოგი.

როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ აი, რეაქცია ამათი. თან ლაჩრები, უკნიდან მომპარავები, ზაზა პაპუაშვილი… ერთი ხელწერა აქვთ. ეს არის ის გუნდი, რა გითხრათ შვილი რომ დედას უჩივის, სარჩელი რომ შეაქვს პრემიერმინისტრი ბახტაძე – ეს ის ხელისუფლებაა,“- ამბობს მელია.

https://www.youtube.com/watch?v=UraGaCEKs98&feature=youtu.be&fbclid=IwAR0Esq97i25HsCdXnFqY-yjYa3bUplvkJjDeEWkgm5wEHrjfa0G_At5XogE

banner
წინა სტატიაშირაც 7 ნოემბერს მოხდა, ეს იყო დიდი სპეცოპერაცია, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი
შემდეგი სტატიარუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა