“რა გინდათ, ერთხელ რომ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ” (+ვიდეო)

საჩხუბარი მოედანიც არ არის, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ – ასე გამოეხმაურა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო შეწყვეტილი სესიის განახლების შემდეგ მომხდარს უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი.

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელიას მწვავე გამოსვლამ გამოიწვია. მან თავის განცხადებაში მმართველი პარტიის დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე კრიმინალებად მოიხსენია და განაცხადა, რომ ეს იყო სისხლიანი არჩევნები.

სწორედ მელიას ამ გამოსვლას მოჰყვა ირმა ინაშვილის გაღიზიანება და მან დეპუტატს ფურცლები შეაყარა, ხოლო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ზურგიდან ჩაარტყა.

„ყეფდა, რეებს არ იძახოდა, რა პირიდან ამოდიოდა, გინდათ, რომ პასუხიც არ გავცეთ? რა გინდათ, ერთხელ რომ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ?

თუ გინდა, აგერ მოდი და ერთ-ორ სიტყვას გეტყვი, მიხვდები, რას გეუბნები. მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვა- გამოქაჩვები, არც მე მომწონს, მაგრამ ნუ ამოდიხართ აქამდე, საჩხუბი მოედანიც კი არაა ნორმალურად, რომ კაცმა იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი,“- ამბობს პაპუაშვილი.

ირმა ინაშვილმა კი მოუწოდა უმრავლესობას, შეუერთდნენ რეზოლუციას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი მიმართა ოპონენტებს, რომ ისინი მადლობას კრიმინალებს უხდიან, სალომე ზურაბიშვილს კი არ აქვს ხალხის მანდატი.

 

https://youtu.be/mZGY5Jisje8

 

banner
წინა სტატიაშირუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა
შემდეგი სტატიაეტყობა, ნიკა მელიამ გაცდენების კომპენსაცია მოახდინა – შეეშვით მელიას გადაფუთვას, რადგან მისი გადაფუთვით მიიღებთ ისევ მელიას