რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში თანაკლასელებმა იჩხუბეს. ინციდენტი ორ ბიჭს შორის საკლასო ოთახში დაიწყო, სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ერთერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლე კლინიკიდან უკვე გაწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფი“ „ბენტლის“ ოჯახის წევრი გახდა