მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, – ამის შესახებ „თაიმერს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ღნიშნული, შეზღუდვები მოიხსნა შემდეგ საავტომობილო გზებზე: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138-კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე. შესაბამისად აღნიშნულ გზებზე, ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშისადახლოზე ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა