“რუსთავი2-ის დაპყრობის შემთხვევაში სხვა პატარა, დაუცველი ტელევიზიების რიგი დადგება”- გიორგი თარგამაძე

ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორი, გიორგი თარგამაძე კრიტიკული მედიის არსებობა დემოკრატიის კონკურენტულ გარემოში განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
„ის, ვინც დღეს იცავს რუსთავი2-ს, რეალურად იცავს ტელეკომპანია კავკასიას, იცავს ტელეკომპანია პირველს, რადგან რუსთავი2-ის, როგორც მთავრი სამიზნის დამარცხების და მაინც ფიგურალურად აღვნიშნავ, დაპყრობის და კონტროლქვეშ აყვანის შემთხვევაში, მათი რიგი დადგება. ისინი უფრო პატარები და დაუცველები არიან. იმდენი არგუმენტია, რომელიც დღევანდელი ქართული ხელისუფლების პრობლემატურ დამოკიდებულებას გამოხატავს მედიისა და პლურალიზმის მიმართ საქართველოში, რომ არ სჭირდება ძალიან ბევრი მრჩეველი და ინფორმაციის დამატებით მიწოდება ჩვენს ევროპელ მეკავშირეებს საიმისოდ, რომ ისინი ძალიან კრიტიკულად, ფრთხილად და ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“ – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სამიტი: პოლონეთი საფრანგეთს შანტაჟში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაიაპონიამ 2011 წლის ცუნამის მსხვერპლთ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო