რუსთავი 2: პროფილის დახურვა ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა, ავტორის გადაწყვეტილებაა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია ჟურნალისტ მაია ასათიანს ეხმაურება, რომელმაც დღეს, 25 მარტს, განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ში სინათლეს ვეღარ ხედავს” და არხს ტოვებს.

პაატა სალიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა – პროფილის ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის პროფილის შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

პროფილის დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა – შორენას ეფექტი.

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა პროფილის შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

რუსთავი 2 წარმატებას უსურვებს პროფილის შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი”, – წერს სალია.

“რუსთავი 2” 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

5 მარტს ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2 და Prime Time მედიაჰოლდინგად ყალიბდება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზე კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების განხილვები დაიწყო
შემდეგი სტატიახვიჩია: თუ ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად