ხვიჩია: თუ ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად

“თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად და ასეთი გიჟობები მოხდეს”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში აცხადებს.

ხვიჩიას თქმით, მოლაპარაკებების კუთხით, პარტნიორებმა უნდა შეცვალონ ტაქტიკა.

“კარგი იქნება, თუ მეტ ძალისხმევას შეიტანენ ჩვენი მეგობრები პროცესში. ვთხოვთ კიდეც ამას, როცა საშუალება მოგვეცემა.
პირველი მორიგების მცდელობის ნაწილი იყო. კაცმა (დანიელსონმა) 64 საათი ისაუბრა, ოღონდ ამათთან რამე გამოსვლოდა. ვფიქრობ, მეორე ნაწილი უნდა იყოს სამოსამართლეო ნაწილი. როდესაც რაღაცამ ვერ გაჭრა, უნდა გქონდეს განაჩენის უფლება. მინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა თავს ამის უფლება მისცენ. ამ დროს გამოჩნდება, რომელი არ ემორჩილება „სასამართლოს“ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც დარჩა და არ გვიცდია. დანარჩენი ჩვენმა მეგობრებმა ყველაფერი სცადეს. მგონია, რომ აქამდე მივა, იმედი მაქვს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2: პროფილის დახურვა ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა, ავტორის გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაბურჭულაძე: სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტია, ღარიბაშვილი კი პრემიერი, იყოს წულუკიანიც მინისტრი