ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს “არჩევანის” ღია ეთერს უთმობს

სამაუწყებლო კომპანია

NIKA GVARAMIAნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს “არჩევანის” ღია ეთერს უთმობს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” მზად არის ყოფილ პრემიერ-მინისტრს “არჩევანის” ღია ეთერი დაუთმოს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზად არის „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდეს.
“ჩვენ გვაქვს live ფორმატი, არჩევანის ეთერს ვთავაზობ დიდი სიამოვნებით. მათ შორის აბსოლუტურად მისაღებია მის პირობა წერილის ირგვლივ კითხვებთან დაკავშირებითაც. ბუნებრივია ჩვენც გვექნება ამ წერილთან დაკავშირებით კითხვები ასე რომ არც ღირდა ამ პირობის წამოყენება ეს ისედაც იგულისხმება. დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით ჩვენთან სტუმრად”- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

„მე მზად ვარ შევხდე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, „რუსთავი2“-ის და ასევე „ტაბულას““, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის პირობა ასეთია: ორივე ტელეკომპანიამ მას გაკრვეული დრო უნდა დაუთმოს ამ არხებზე “მისი პერსონის შესახებ ტირაჟირებული სიცრუის” შესაფასებლად.

ყოფილი პრემიერი დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდა ივანიშვილმა პირველ არხზე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, სალომე ასათიანის შეკითხვებს უპასუხა.

https://youtu.be/iPn2z_k7ctU

banner
წინა სტატიაშიენმ: არჩევნების შესახებ ეუთოს პირველი ანგარიში უაღრესად კრიტიკულია
შემდეგი სტატიათენგიზ გუნავა: დამკვეთი არის პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე