ენმ: არჩევნების შესახებ ეუთოს პირველი ანგარიში უაღრესად კრიტიკულია

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნისერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეუთოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისის 2016 წლის საქართელოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის საჭიროებათა პირველ შუალედურ ანგარიშს ეხმაურება. მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერაც არ დაწყებულა, ისეთი მაღალი ავტორიტეტის საერთაშორისო ორგანიზაცია როგორიც ეუთოა უკვე აფიქსირებს მწვავე პრობლემებს პრაქტიკულად ყველა საკვანძო მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ ანგარიში კორცხელის თავდასხმამდე დაიწერა. ხალხის მხარდაჭერის იმედის არქონის გამო, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს. ყველა მისი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. ქართველი ხალხი უმტკივნელოდ და ცივილიზებულად მის უნიათო გუნდს უნდობლობას გამოუცხადებს.

კერძოდ, ანგარიში იზიარებს ჩვენი და სხვა ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ მოხდა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მათემატიკური გამოთანაბრება, ოლქების უშუალო საზღვრების განსაზღვრის პროცესი მოხდა გაუმჭვირვალედ და არ გაითვალისწინა ეუთოს წინა რეკომენდაციები.

დოკუმენტში ასევე საუბარია რომ რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროეცსები ემუქრება არხის უნარს შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ასევე აღნიშნულია შესაძლო ზეწოლა ცნობილ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებზე.

ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში 210 ახალი წევრის დანიშვნის გაუმჭვირვალობა. ენმ და სხვადასხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ აღნიშნავდნენ რომ ა.წ. 4 თებერვალს ჩატარებული კონკურსის შედეგად საოლქო კომისიებში მმართველ ძალასთან უშუალოდ დაკავშირებული ათეულობით წევრი დაინიშნა.

პრობლემადაა მიჩნეული ნდობის ნაკლებობა სასამართლო სისტემის მიმართ ისევე როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის უნარი მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება დარღვევებზე.

ანგარიშში საუბარია რომ რეგიონებში არსებობს საარჩევნო კამპანიის პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის, ამომრჩეველთა დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაში“დაკავებულიც უნდა იქნეს, კანონიც უნდა გამკაცრდეს” – გიორგი ვოლსკი კორცხელის ინციდენტზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს “არჩევანის” ღია ეთერს უთმობს