,,რუსთავი 2″- ის მხარდასაჭერად 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა მემორანდუმი გააფორმა

9 პოლიტიკურმა პარტიამ მანიფესტს მოაწერა ხელი, მანიფესტი რუსთავი2-ის დასაცავად გაფორმდა, მასში ცალკე სწორედ ტელეკომპანიის საქმეა გამოყოფილი და რუსთავი2-ის საქმის არასამართლიანი შედეგით დასრულების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები ერთობლივად იმოქმედებენ.

9 პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მოსაზრებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სახელისუფლებო შეტევა მიმდინარეობს, და რუსთავი 2-ის საქმე წითელი ხაზია, რომლის მიღმა ქვეყანაში უკონტროლო პროცესები დაიწყება.

„საკოორდინაციო საბჭო შეთანხმდა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ 2-ში უზენაესი სასამართლორუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების ბედზე გამოიტანდა საბედისწერო განაჩენს. არ ვიცით ეს განაჩენი როგორი იქნება, მაგრამ არაფერ სასიკეთოს არ ველი, პრინციპში ივანიშვილის კონტროლ ქვეშ მყოფი სასამართლოსგან.

“ერთი ინსტიტუტი მეორეს მიყოლებით როგორ ინგრევა მიზანმიმართულად ხელისუფლების და მისი არაფორმალური მმართველის მხრიდან. პირველ რიგში ეს იყო ჯარი, რომელსაც შეუტიეს, შემდეგ პოლიცია, ინსტიტუტი, რომელზეც სახელმწიფო დგას და დღეს უკვე საზოგადოებრივი ინსტიტუტების შეტევაზე გადადის, იყო მედია და ახლა უკვე საპატრიარქოა,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა რურუამ.

საკოორდინაციო საბჭო მიმართავს, როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საბჭოში არ იმყოფებიან და მანიფესტზე ხელმოწერას სთხოვს. საბჭოში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს.

„ეს მემორანდუმი იქნება ღია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რათა შემოუერთდნენ მემორანდუმს. ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინაციაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები დავიცვათ. მთავარი ბრძოლა იქნება ხუთშაბათს, რადგან მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება შეუტევს რუსთავი 2-ს ხუთშაბათს,“ – აცხადებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა, კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა სტატუს შეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის