პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა, კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში მოსაზრება გამოითქვა, რომ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო, გასაგები იყო, რომ ის იმ სისტემაში თავსებადი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი მთავრობის მეთაური აღარ არის და მთავრობის მეთაურია პრემიერი, უფლებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის განაწილების სისტემაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს გარკვეული კორექტირების შეტანა“, – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის ახალ რედაქციაში ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით
შემდეგი სტატია,,რუსთავი 2″- ის მხარდასაჭერად 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა მემორანდუმი გააფორმა