„რუსთავი 2“-ის შენობასთან კარვებია გაშლილი

„რუსთავი 2“-ის შენობასთან კარვებია გაშლილი. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წევრები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ისინი სიტყვის თავისუფლებას იცავენ.

„ამ შენობასთან გადის საქართველოს დემოკრატიული მომავლის საზღვარი. ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას ეს საზღვარი. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი წინააღმდეგობა. ჩვენი ხელისუფლება დღეს კონსტიტუციას არღვევს. არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ ჩვენს მეგობრებს ასეთი მკაფიო და ცხადი შეშფოთება გამოეთქვათ და ეთქვათ, რომ თქვენ სხვა მიმართულებით წახვედით. დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთისკენ წავიდა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის შენობასთან იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათვისუფლდა. „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. თუმცა მათ დღის ბოლო გაავრცელეს განცხადება, სადაც ძმებ ყარამანაშვილებს შესთავაზეს, რომ გენდირექტორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ. როგორც დვალი და საყევარიშვილი ამბობენ, ტელეკომპანიაში ისინი მას შემდეგ მივლენ, როდესაც საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე მოსამართლე ურთმელიძეს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდება
შემდეგი სტატია13 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი