13 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, 13 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.  მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლი ხვალაც შენარჩუნდება, ტემპერატურა კი 10-15 გრადუსი იქნება. თბილისში ხვალ 13-14 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი იქნება მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით 14-19 გრადუსი იქნება.
9 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. წვიმის ნალექი გავრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც, მაღალმთაში კი იქნება თოვლი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში 9 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-15 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კი კიდევ დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 ნოემბერს დღისით ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის შენობასთან კარვებია გაშლილი
შემდეგი სტატიასაქართველოს 9 ნოემბერს ფედერიკა მოგერინი ეწვევა