“რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო ორი პირია დაკავებული

“რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

“გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება,”-აცხადებენ შსს-ში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის, რომლებიც არასოდეს ხელმძღვანელობდნენ ეროვნული ინტერესებით და არც მომავალში აპირებენ
შემდეგი სტატიაჩემთვის ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძე სააკაშვილს უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის