ჩემთვის ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძე სააკაშვილს უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის

“ჩემთვის ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძე სააკაშვილს უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის, ეს ადამიანურად, პოლიტიკის მიღმა, არის ნეგატიური ემოციების მომტანი და სამწუხარო ჩემთვის. როდესაც მეორე ტური იქნება, საზოგადოებისთვის სურათი ნათელია. ერთ მხარეს იქნება ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და მეორე მხარეს იქნება სააკაშვილის კანდიდატი ბატონი შავგულიძე. ამ ფაქტით მან გააკეთა თავისი არჩევანი, ახლა საზოგადოება გააკეთებს არჩევანს მეორე ტურში. მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ, რომ აქტივობა იყოს მაღალი და ასეც იქნება”-აცხადებს პრემიერი მამუკა ბახტაძე მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურის შესახებ საუბრობს ტვ პირველის ეთერში გადაცემაში “რეაქცია”.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო ორი პირია დაკავებული
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე – საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება მხოლოდ არჩევნების გზით