,,რუსთავი 2″-ის 60 პროცენტს სასამართლომ ყადაღა დაადო

რუსთავი 2-ის საქმეზე, სასამრთლომ ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი წაარმოებაში მიიღო. რუსთავი2-ის დამფუძნებლის ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ტელეკომპანიის 60 პროცენტს დადებული აქვს ყადაღა, შესაბამისად ის ვერ გასხვისდება.

“დღეს, დილით, დამირეკა ადვოკატმა, რომ გითხარით დაწრმუნებული ვიყავით ამ გადაწყვეტილებაში, არა. თავისთავად ძალიან კარგია რომ პროცესი დაიწყება. იმედია ბოლოს და ბოლოს ცნობილი გახდება ეს ყველაფერი. ჩვენ სასამართლოს შუამდგომლობით მივმართეთ, დაედო ყადაღა 60 პროცენტზე, რომელზეც ჩვენ ვდავობთ და სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა”,- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

შეგახსენებთ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლოში სამოქალაქო დავა 17 ოქტომბერს დაიწყეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის დამფუძნებლების უფლებადამცველი კახა კოჟრიძეა.
საქმეში მთავარი მოპასუხე “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბიზნესმენებს – ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ამის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია
შემდეგი სტატიაიქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არაც ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული – გახარია ბიზნესს