იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არაც ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული – გახარია ბიზნესს

იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არაც ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული – ამის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან რეჟიმში გადაწყვეტადია მთავრობის მხრიდან, გადაწყვეტილი იქნება.

“ჩვენ გვესმის, რომ ჩვენგან ქართულ ბიზნესს მხარდაჭერა სჭირდება, რადგან გვყავდეს რაც შეიძლება ბევრი ძლიერი კომპანია, რათა მერე სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა შეახსენოს ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობა რა არის. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან რეჟიმში გადაწყვეტადია მთავრობის მხრიდან, გადაწყვეტილი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა სისტემური ცვლილება თქვენი ჩართულობით იქნება მიღებული. ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არაც ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში,,რუსთავი 2″-ის 60 პროცენტს სასამართლომ ყადაღა დაადო
შემდეგი სტატიაწყალტუბოში მცხოვრები დევნილი მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა