რუსთაველზე გამზირზე აქციის მონაწილეების წყალობით დამარცხდა პუტინის პროპაგანდა

მე, როგორც ადამიანი, როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ქალი, როგორც პოლიტიკოსი, ვარ ამაყი, რომ შარშან მომიწია თქვენთან ერთად დგომა და ამაყი ვარ, რომ წელსაც თქვენთან ერთად ვდგავარ, წელსაც ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, გასულ წელს, გავრილოვის ღამეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა გააძევეს გავრილოვი, რუსთაველზე გამზირზე აქციის მონაწილეების წყალობით დამარცხდა პუტინის პროპაგანდა.

„ჩვენი იდეა, ვინც დღეს აქ არის და ვინც შარშან აქ იდგა, ვისაც უნდათ ნამდვილად თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, არის თავისუფალი სამშობლო, თავისუფალი საქართველო, სადაც არ იქნება რუსული გავლენები, ოლიგარქიული მმართველობა, სადაც იქნება კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, ეკონომიკური კეთილდღეობა, სადაც თითოეულ ადამიანს ეცოდინება, რომ სახელმწიფო არის მის სამსახურში. ამიტომ ჩვენ, ყველა, თითოეული მოქალაქე, ვინც აქ ვიდექით, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლი დაღვარა, ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა იმაზე მეტს იმსახურებს, თავისუფლებას იმსახურებს. ჩვენ ვართ ზუსტად ის მომავალი, რომელიც აქვს საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხელისუფლებაც ატარებდა მთელი ამ წლების მანძილზე რუსულ გავლენებს. უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, არ არსებობს ქვეყანაზე ძალა, როგორი ოლიგარქიული მმართველიც არ უნდა იყოს, როგორი რუსული გავლენებიც არ უნდა გაატაროს, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს მოქალაქეების ნებას, ან თითოეული მოქალაქის ნებას. მე, როგორც ადამიანი, როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ქალი, როგორც პოლიტიკოსი, ვარ ამაყი, რომ შარშან მომიწია თქვენთან ერთად დგომა და ამაყი ვარ, რომ წელსაც თქვენთან ერთად ვდგავარ, წელსაც ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ბრძოლა კიდევ წინ გვაქვს, ბევრი ბრძოლა გვაქვს გადასატანი, ვიდრე საბოლოოდ თავისუფლებას მივაღწევთ. მთავარი ბრძოლა გვაქვს ოქტომბერში, როდესაც საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ ოლიგარქიულ მმართველობას და რუსულ გავლენებს. ჩემო თანამოქალაქეებო, ერთი რამ მინდა გთხოვოთ, გითხრათ, მოგიწოდოთ და არ ვიცი შეგეხვეწოთ, აუცილებლად ყოველთვის უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის, იმ ცეცხლის, რომელიც გვაქვს გულში და აუცილებლად უნდა გვჯეროდეს თავისუფლების, რომლისთვისაც ვიბრძვით, მივაღწევთ და საბოლოოდ ეს იქნება ჩვენი სამკვიდრო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ახლა რომ დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს
შემდეგი სტატიაუამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს და ეს კითხვები უფრო ბევრი ხდება, თანდათან მატულობს