ნიკა მელია: ახლა რომ დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს

ახლა რომ დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ეძებს გამოსავალს, ჩააგდოს ცვლილებები, თან ისე, რომ ჩაგდება არ დაბრალდეს და ბრალეულობა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს.

„გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ იყოს გათავისუფლებული. „ევროპული საქართველო“ ამბობს – თუ რურუა არ გათავისუფლდება, არ მიიღებს მონაწილეობას მეორე და მესამე მოსმენაში. ეს სწორია. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით არ ჩავარდება, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენისას ნამდვილად დაგვჭირდება ჩამოყალიბებული პოზიცია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზთან ახლოს სამოქალაო მოძრაობა “ხმამ” გასული წლის 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტა
შემდეგი სტატიარუსთაველზე გამზირზე აქციის მონაწილეების წყალობით დამარცხდა პუტინის პროპაგანდა