რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვის უფლება აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ.

მისი განცხადებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად მოხდა საავტომობილო გზის შეფერხება. გზის გათავისუფლებისას სამართალდამცველებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 1 პირი დააკავეს.

„მოხდა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის შეფერხება, რაშიც ჩაერთნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს მათ გზის გახსნისკენ. ერთ-ერთი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც მოხდა მისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას.

საავტომობილო გზის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში.

მათ აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამართონ აქცია, მაგრამ არ უნდა გადაიკეტოს საავტომობილო გზა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ამ ყველაფერზე.“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსული ფული 2012 წლის არჩევნებში და ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები – მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ FOX NEWS-თან
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ლანძღვა-გინებასა და ჭორაობაზე კომენტარების კეთებას აღარ ვაპირებ, საზოგადოება დაიღალა