რუსული ფული 2012 წლის არჩევნებში და ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები – მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ FOX NEWS-თან

მალერის კომისიის დასკვნა და რუსული გავლენები საქართველოში – ამ საკითხებზე მიხეილ სააკაშვილმა გავლენიან ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “FOX NEWS“-თან ინტერვიუში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსულ გავლენებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთს არ მოსწონდა, რომ საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა იყო მსოფლიოში.

„2012 წელს ჩემს ქვეყანაში გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები ჩატარდა. რუსებმა ზუსტად იგივე გააკეთეს, რაც მალერის გამოძიებამ დაადგინა შეერთებული შტატების შემთხვევაში. რუსები ეწეოდნენ დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას, გატეხეს ჩვენი კომპიუტერები, სატელეფონო სისტემები. როდესაც ვთქვი ამის შესახებ ვაშინგტონში, მითხრეს რომ პარანოიდები ვიყავით. გვიბიძგებდნენ მეტი სივრცე დაგვეთმო ამ რუსი ოლიგარქისთვის. მოგვიანებით გავარკვიე რა იყო მიზეზი,“-განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს შეკითხვა ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების სკანდალსა და ბიძინა ივანიშვილის ლობისტის წერილის შინაარსზეც დაუსვეს.

“არსებობდა ორი ადამიანი კლინტონის ადმინისტრაციის დროს გერმანიაში ამერიკის ელჩი ჯონ კორნბლუმი და კლინტონის ფონდის ხელმძღვანელი სიდ ბლუმენტალი. ახლა ფაქტებით ვიცით, რომ კორნბლუმი დაიქირავა ივანიშვილმა რუსული ფულით. მან გაუგზავნა ჰილარი კლინტონს წერილი, რომელშიც ეწერა: გთხოვთ, შეაჩეროთ სააკაშვილის მხარდაჭერა, რადგან ის საქართველოს კავკასიურ კუბად გადააქცევს და რომ ამერიკის აზრიანი თანამშრომლობა რუსეთთან შეუძლებელი გახდებოდა. არსებობს ასეთი გამოთქმა, ნუ აწყენინებ ირანს ისრაელის მხარდაჭერით. დიდი უსამართლობაა, როდესაც შენს მოკავშირეებს მტრის დასამშვიდებლად მათ ავტობუსში სვამ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერს ჰგონია, რომ ტაქსების დისპეჩერად აირჩიეს და ე.წ. ტაქსი ფობია შეეყარა”-ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 1 პირი დააკავა