რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის გამზირზე, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.შეკრებილებმა გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა.

პარლამენტის შენობის წინ “თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას უპირისპირდებიან.

„თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქციის მიზანია, მოუწოდოს პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს,  დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით.

აქცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მისი სახელწოდებაა „დეკრიმინალიზაცია 2016“. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თარიღი უნდა იქცეს 10-წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა