გიგი წერეთელი ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა

გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით ეუთოს მინესტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელიც ქ. ჰამბურგში გაიმართა. ღონისძიებას ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინისტერიალი ორგანიზებული იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის მიერ და მას საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი თავმჯდომარეობდა. ძირითად განსახილველი საკითხებს ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების პრობლემები, უკრაინაში არსებული ვითარება, გახანგრძლივებული კონფლიქტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები წარმოადგენდა.
მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის ბიუროს სხდომა. თავის გამოსვლაში გიგი წერეთელმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკანონოდ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტულ, დე-ფაქტო ხელისუფლებებთან. „მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს არაერთ დოკუმენტში, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში, მკაფიოდ და მკაცრად არის მითითებული რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანის, დევნილთა დაბრუნების ხელისშეწყობის, ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხების, დღემდე ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ არის, პირიქით გრელდება საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი, ამჯერად უკანონო ხელშეკრულებებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი, რატიფიცირებული, ე.წ. ხელშეკრულება რუსეთისა და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო დანაყოფების შესახებ, ამგვარი მოქმედება ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ეწინააღმდეგება ეუთო-ს ძირითად ღირებულებებს. დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ამგვარი უკანონობის შესაკავებლად.“-განაცხადა მან. ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გენოტ ერლერმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარე, სხვა პარტნიორებთან ერთად აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას აღნიშნულ საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკების დროს და სხვა ფორმატებში.
გიგი წერეთელი ასევე სიტყვით გამოვიდა ეუთოსა და აზიის პარტნიორების კონფერენციაზე და გამართა სხვა სამუშაო შეხვედრები.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაგოგა ხაჩიძე: საქართველოში ნახევარი მილიონი ადამიანი ეწევა – მუშა, გლეხიც, მთავრობაში, პარლამენტში, ყველგან