რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი დაბომბეს – 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ზალიზნიჩნეს დასახლებაში ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს. რუსების იერიშებს 2 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც ჭურვის ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“რუსი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების განადგურებას აგრძელებენ. გასულ ღამეს, სარაკეტო იერიშის დროს მათ ერთ-ერთი სოფლის სკოლაც დააზიანეს. გარდა ამისა, დაზიანდა 12 სახლი”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმ ექიმების მოსმენა მოითხოვა, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა დადეს
შემდეგი სტატიასააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ – თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე – ლილუაშვილი