უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 44 300;
ტანკი – 1 889;
ჯავშანტექნიკა – 4 179;
საარტილერიო სისტემა – 1 010;
სარაკეტო სისტემა – 265;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136;
თვითმფრინავები – 234;
ვერტმფრენი – 197;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 793;
საკრუიზო რაკეტები – 190;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 061;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 93.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.