ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ ფართობი ტერიტორია კეთილმოეწყო.

სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით; დამონტაჟდა ურნები, საბაღე და საქანელა სკამები; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო ცხოველების გასასეირნებელი სივრცე; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა.

აღნიშნულ მისამართზე კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე, გამწვანების სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

პროექტისთვის, რომელიც გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ალგე ჯგუფი“ შეასრულა, ბიუჯეტიდან 1 407 843 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 44 300 ჯარისკაცი დაკარგეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა