რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ის შენობა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. ოკუპანტების საჰარეო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

“რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ლისიჩანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის, დანგრეული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს”. – წერს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სამცხე-ჯავახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართება
შემდეგი სტატიანიდერლანდების დაზვერვამ რუსეთის GRU-ს აგენტი გამოავლინა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეღწევას ცდილობდა