რუსლან აბაშიძე ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისმოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსშეხვდა და გაეცნო პრობლემურ საკითხებსა და მათ საჭიროებებს.

განსაკუთრებით აღინიშნა განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთანდაკავშირებული საკითხები.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა დევნილთა საკითხების მოსაგვარებლადსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილისაინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის მნიშვნელოვანსაკითხებზე შუამდგომლობას და მოგვარებას დაპირდა.

შეხვედრაში ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდისმაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ

banner
წინა სტატიაში,,რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება მშვიდობა”-გია ხუხაშვილი ტელეკომპანია იმედზე გასულ ფილმ
შემდეგი სტატიაყველაზე მეტი რუსი ტურისტი თურქეთის შემდეგ აფხაზეთს ყავს