,,რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება მშვიდობა”-გია ხუხაშვილი ტელეკომპანია იმედზე გასულ ფილმ

,,რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
აქ მთავარი კითხვა არ არის – რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
მთავარი კითხვაა – სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება და შესამბამისად, მეორე არ იწყება.
იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
ნებსით, თუ უნებლიედ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას – რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ.”-ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია იმედზე გასულ ფილმს

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა