რუსლან აბაშიძე – მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მასწავლებლებს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ!
 
განუზომელია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მჯერა, რომ ქვეყნის წარმატება და განვითარება განათლების სისტემის ხარისხზეა დამოკიდებული. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
 
მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალება ქონდეთ.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისათვის!

წინა სტატიაშიკახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა