კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.
2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მომხმარებელს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე – მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება