რუსი სამხედროების მიერ ქართველის მკვლელობაზე ევროკავშირის ელჩმა განცხადება გააკეთა

რუსი სამხედროების მიერ ქართველის მკვლელობის თემაზე განცხადება ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა. იანოშ ჰერმანის თქმით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს მონიტორინგის მისიის, ხელმძღვანელთან რომლისგანაც ელის ინფორმაცია მომხდარის შესახებ.

“ამ წუთისთვის რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ინფორმირებული ვარ რა მოხდა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან. ადგილზე გვაქვს ევროკავშირის მონიტორინგის მისია რომელიც რეგულარულად აწარმოებს პატრულირებას ადმინისტრაციულ საზღვართან. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს მონიტორინგის მისიის, ხელმძღვანელთან და ველი, რომ მისია მოგვაწვდის სრულ ინფორმაციას მომხდარის შესახებ“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა

gigla-otxozoria

გუშინ, 19 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ნაბაკევში 31 წლის გიგლა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მამაკაცი სიცოცხლისთვის შეუთავზებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განცხადება გაკეთდა საგარე საქმეთა სამინისტროშიც. ჯანელიძის უწყების განმარტებით, მომხდარზე სრულად ინფორმირებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უნდა აიღოს.

banner
წინა სტატიაშიEgyptAir -ის გამცილებელმა ჩაძირული თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა ინტერნეტში
შემდეგი სტატია“ბაღების ხელმძღვანელთა გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას მერი არ იღებს” – დავით ნარმანია