“ბაღების ხელმძღვანელთა გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას მერი არ იღებს” – დავით ნარმანია

narmania144-ე ბაღის დირექტორის გათავისუფლების თემაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა. დავით ნარმანიას თქმით, ბაღების სააგენტო თავსი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ არა.

“ბაღების ხელმძღვანელთა დაწინაურებისა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მერია არ იღებს და მითუმეტეს მერი. ბაღების სააგენტო თავსი კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის მიხედვით განსაზღვრავს ვინ უნდა გათავისუფლდეს ვის უნდა გადაეხადოს მადლობა. ასე რომ დეტალურ ინფორმაციას სააგენტო მოგაწვდით“ – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის კიდევ ერთი, 144-ე ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.მისი გათავისუფლების მიზეზად ფინანსური დარღვევები სახელდება, რასაც ბაღში არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

დირექტორის გათავისუფლება აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა გააპროტესტეს, ისინი დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშირუსი სამხედროების მიერ ქართველის მკვლელობაზე ევროკავშირის ელჩმა განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატია,,რეფორმატორები” ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს