რუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული თენგიზ მიქავა თავისუფალია

რუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული სოფელ ტყაიას მკვიდრი თენგიზ მიქავა თავისუფალია.

მიქავა მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ის იარაღის მუქარით რუსმა ჯარისკაცებმა ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ თენგიზ მიქაძე გალში იყო გადაყვანილი.

კიდევ ერთი გატაცებული, სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია გუშინ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიპატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ოლეგ ფაცაციასა და მალხაზ ღვინიაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა
შემდეგი სტატიაჯონ მაკკეინი – მე ვბრუნდები