რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, დნეპროპეტროვკსში, მარცვლეულის საწყობებში ხანძარი გაჩნდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც მარცვლეულის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკული ავრცელებს.

ის ამბობს, რომ ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს და მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

“მტერი ბომბავს ოსოკორივკას, დობრიანკას, პატიომკინოს, ივანოვკას და სხვა დასახლებულ პუნქტებს. დარტყმებს ახორციელებს ყველა ტიპის სარაკეტო სისტემიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან და ნაღმმტყორცნებიდან”, – ამბობს ვილკული.

ამასთან, Unian-ის ცნობით, 4 ივლისს, რუსი ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის რაიონის დაბომბვას მინდვრებში ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც 90 ჰექტარი ქერი განადგურდა.

banner
წინა სტატიაში5 ივლისთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ეს იყო მოვლენა, რომელიც უახლეს ისტორიაში არის საერთოდ „ამოვარდნა“ მდგომარეობიდან – პაპუაშვილი
შემდეგი სტატია3 ივლისის აქცია იყო კარგი მაგალითი, რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ – პაპუაშვილი