რუსი ოკუპანტები ენერგოდარს ტოვებენ

რუსეთის არმია ევაკუაციას იწყებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რამდენიმე დასახლებაში.

ცნობილი ხდება, რომ ენერგოდარი ერთ-ერთი ის ქალაქია, სადაც მოსახლეობას „უსაფრთხო“ ტერიტორიებზე გადასვლას სთავაზობენ.

ენერგოდარის მერი, დიმიტრი ორლოვი თავის TG არხში წერს, რომ “მოსახლეობის ევაკუაციის გამოცხადებით, დამპყრობლებმა, ქალაქში არა პანიკა, არამედ, მასთან ძალიან ახლო განწყობილება გამოიწვია”.

როგორც წერილშია ნათქვამი, განსაკუთრებით მაღალი შფოთვა გაჩნდა იმ ადამიანებში, რომლებმაც რუსული პასპორტები მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის პირველი ტალღა დაიწყო 6 მაისს დილით, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ შეიძლება ეწოდოს მასობრივი. წასვლის მსურველთა ნაწილი ავტობუსებში ჩასვეს, ნაწილი კი საკუთარი მანქანებით წავიდა.

“გუშინ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი ამოიწურა. ბანკომატები არც მუშაობენ, ან შეზღუდვებით მუშაობენ, თანხის ამოღება პრაქტიკულად არსად არ არის შესაძლებელი. ინტერნეტი ნაწილობრივ გაქრა, მაგრამ საკვებისა და მედიკამენტების ფასები, პირიქით, შესამჩნევად გაიზარდა”, – განაცხადა ორლოვმა.

მისივე თქმით, არ მუშაობს საპასპორტო ოფისები და ე.წ. ადმინისტრაციის რამდენიმე განყოფილება. ოკუპანტებმა დოკუმენტების და ტექნიკის გატანა მოახერხეს, „ევაკუირებულთა“ შორის იყო უკრაინული TsNAP-ის კუთვნილი ტექნიკა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ წინა ღამეს და დილით საავადმყოფოდან აღჭურვილობა გამოიტანეს და მანქანებში ჩააწყვეს. საავადმყოფოში განყოფილებების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა. პაციენტებს მიეცათ არჩევანი: ან ევაკუაცია, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო დახმარება, ან დარჩნენ ქალაქში მკურნალობის შესაძლებლობის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიარახამია: “თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს”
შემდეგი სტატიაარახამია: “სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ჩვენ უნდა გადმოგვეცეს… მას უნდა მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება…”