რუსი ოკუპანტები დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.

როგორც დონეცკის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 1912 ადამიანამდე გაიზარდა (მარიუპოლისა და ვოლნოვახის მონაცემების გამოკლებით).

ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკის ცენტრიც (ხარკოვის ოლქი), რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა, სულ მცირე, 2 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა და ევროკავშირმა “ჰამასის” წინააღმდეგ სანქციები დააწესეს
შემდეგი სტატიატრამპი – მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ისრაელს თავს ვერ დაესხმებოდნენ