აშშ-მა და ევროკავშირმა “ჰამასის” წინააღმდეგ სანქციები დააწესეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასის” წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომლებიც დაჯგუფების წარმომადგენელსა და დრონების ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს ეხება.

ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა, თქვა, რომ ეს ნაბიჯი “აძლიერებს მუდმივ, ერთობლივ ყურადღებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ მისცეს “ჰამასს” შემდგომი თავდასხმების განხორციელების საშუალება. მათ შორის, კიბერომისა და [დრონების] წარმოების გზით.”

დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ სანქციები პარალელურად ევროკავშირცმაც გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – ახალი პრემიერი დასწრებაზეა, გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოოთ ფეხბურთელები, უნდა, მე დამასწროს
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი