რუსი მღვდელმსახური: წადით არჩევნებზე და პუტინს მიეცით ხმა (ვიდეო)

რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ასახულია თუ როგორ ქადაგებს რუსი მღვდელმსახური თავის მრევლთან, მომავალ  არჩევნებში პუტინის სასარგებლოდ.
რუსი მღვდელმსახური მრევლს მოუწოდებს, რომ პუტინს მისცენ ხმა, რამე თუ, მისი არ არჩევის შემთხვევაში, ქვეყანაში ნებისმიერი გაუგებრობა შეიძლება მოხდეს, რომელიც ხალხს დააზიანებს…
,,მე, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, ბევრ არასწორს ვხედავ ჩვენი ხელისუფლების ქმედებებში… თუმცა, არ ვურჩევ არავის ჩაერთოს რაიმე პარტიულ საქმეებში… მაგრამ მომავალ არჩევნებში, მე გთხოვთ წახვიდეთ და ხმას მისცეთ პუტინს და აი რატომ… იმიტომ, რომ ეს ყველაზე დიდი გარანტიაა სიმშვიდის. ნებისმიერი ცვლილების დროს, შესაძლებელია მოხდეს ჩვენს მიერ გაუთვალისწინებელი მღელვარება, არეულობა, გაურკვევლობა… და ამით, თუ ასეთი რამ მოხდა, აუცილებლად ისარგებლებენ, რომ ხალხი უარესი დღეში ჩააგდონ და როგორც იტყვიან, გარე მტრებიც არ თვლემენ. ამიტომ, სიმშვიდის მისაღწევად,  გულები გაიმაგრეთ და გთხოვთ წახვიდეთ პუტინისთვის ხმის მისაცემად,, აცხადებს რუსი მღვდელმსახური.

 

https://youtu.be/hfnk85fEwGI

banner
წინა სტატიაშიკიევში, დიდი მარშის მოლოდინში, სააკაშვილის მომხრეებს აკავებენ
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს