კიევში, დიდი მარშის მოლოდინში, სააკაშვილის მომხრეებს აკავებენ

უკრაინული მედიის ცნობით, 18 მარტს კიევში დაგეგმილი დიდი საპროტესტო მარშის წინა ღამეს,  საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ,,ახალი ძალების მოძრაობის,, აქტივისტები დააკავეს.

სააკაშვილის თანაპარტიელები უკრაინელმა სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი კიევში, მაიდანზე სცენის დამონტაჟებას ცდილობდნენ. ძალოვანებმა დაბლოკეს სატვირთო მანქანები, რომლითაც სცენის მოწყობილობები გადაჰქონდათ, დააკავეს მძღოლი და თანმხლები აქტივისტები.

უკრაინული წყაროების ცნობით, ხვალ კიევში, პრეზიდენტ პოროშენკოს გადაგომის მოთხოვნით დიდი საპროტესტო მარში ჩატარდება, რომლის ინიციატორი, სააკაშვილის პარტია და უკრაინის ,,ატო,,-ს (ანტიტრორისტული ოპერაცია) ვეტერანები არიან. როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, მარშის შემდეგ შესაძლებელია არ დაიშალონ და საპროტესტო აქცია უვადოდ გაგრძელდეს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/davit.sakvarelidze/videos/10155309584580233/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიპუტინის აუსრულებელი დაპირება, აბსურდულ განკარგულებაში გადაიზარდა
შემდეგი სტატიარუსი მღვდელმსახური: წადით არჩევნებზე და პუტინს მიეცით ხმა (ვიდეო)