რუსეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხერო წვრთნები დაიწყო

რუსეთის დაწყებულ სამხედრო წვრთნებში,რომელიც ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესია, ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

ნატოს პოზიციით, წვრთნები “აღმოსავლეთი 2018” რუსეთის მხრიდან იმის დემონსტრირებაა, რომ მისი მიზანი ფართომასშტაბური კონფლიქტია და სწავლებები “ფართომასშტაბური კონფლიქტის რეპეტიციაა”.

წვრთნებში “აღმოსავლეთი-2018”, ასევე, მონაწილეობს ჩინეთისა და მონღოლეთის არმია.

რუსი სამხედროები წვრთნებს 1981 წლის სწავლებებს ადარებენ, რომელშიც 100-დან 150 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი იღებდა მონაწილეობას.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “აღმოსავლეთი-2018” -ში ჩართული იქნება 300 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 36 ათასი სატრანსპორტო საშუალება, 1000 ერთეული ავიაცია და 80 ხომალდი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს უნდა საქართველოს ნარკოჰაბად ქცევა,რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩის ბილეთები ონლაინ რეჟიმში უკვე იყიდება