ივანიშვილს უნდა საქართველოს ნარკოჰაბად ქცევა,რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად

რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად… ივანიშვილს უნდა საქართველოს ნარკოჰაბად ქცევა, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხის მზადების კომენტირებისას განაცხადა.

სააკაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს და აცხადებს, რომ ივანიშვილი მათ შარში ხვევს.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. წევრები მოელოდნენ, რომ ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე ილაპარაკებდა, მაგრამ ის პირდაპირ საქმეზე გადავიდა. მან თავის პარტიას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი. რას ვამბობდი მე რამდენიმე თვის წინ?! რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად?! რამდენიმე კვირით ადრე უჩა მამაცაშვილმა, მისმა დეიდაშვილმა ჩამოიყვანა ამერიკიდან ამის სპეციალისტები და საქართველოში უნდოდათ ნარკოკარტელის გაკეთება, ახლა აკეთებენ კიდეც. ჩემ დროს საქართველო ხდებოდა რეგიონული ჰაბი ბიზნესის, კულტურის, განვითარების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების, ივანიშვილმა ყველაფერი ეს ჩამოაშორა და უნდა საქართველოს ქცევა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად. მე მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ წევრებს, თქვენც ხომ ქართველები ხართ ხალხო, პოლიტიკურად შეიძლება არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ თქვენც ხომ გიყვართ ეს ქვეყანა, თქვენც ხომ ხვდებით, რომ ივანიშვილი ძალიან დიდ შარში გხვევთ?! ჯერ სალომე, საქართველოს მოღალატე და მტერი დაგასვათ კანდიდატად და ახლა ხელს გაწერინებთ წარმოუდგენელ საზიზღრობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოს გადაგვარება. „ივანიშვილს ეზიზღება საქართველო და უყვარს ფული. ამიტომ ის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს სალომე ზურაბიშვილს და უნდა საქართველოს გადაგვარება, საქართველოს ნარკოტიკების მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ქცევით და იმით, რომ ნარკოტიკების მაღაზიების ქსელის გადაკეთება უნდათ მას, უჩას და მის შვილ ბერას მთელ საქართველოში. იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, იმისათვის, რომ საქართველო არ გადაშენდეს, მე მინდა ახლა ყველანი დავირაზმოთ. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს პარტიულ კუთვნილებას. ეს კაცი არის ძალიან დიდი ბოროტება. ამ ბოროტებამ არ უნდა გაიდგას ფესვები საქართველოში. ეს იქნება საქართველოს ყველაზე დიდი სირცხვილი, თუ ეს კაცი, ეს პიტონი, რომელმაც დააჰიპნოზა საქართველოს ნაწილი რაღაც პერიოდი, გაიდგამს ფესვებს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით ქვეყნის გარეშე, აღარ გვექნება სამშობლო. მე სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ამას ბოლომდე შევებრძოლები. მე არ დავუშვებ იმას, რომ ჩვენ დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის გარეშე, თქვენი დახმარება მინდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოლეგ სენცოვს ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა დაეწყო
შემდეგი სტატიარუსეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხერო წვრთნები დაიწყო