რუსეთში პუტინის კონკურენტები მასზე უარესები აღმოჩნდნენ

რუსული მედიის ცნობით, უკანასკნელმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უშუალო პოლიტიკური კონკურენტები რუსეთში, გაუწონასწორებელი და დრომოჭმული პოლიტიკოსები არიან, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლას პუტინის მტრებიც არ ისურვებდნენ…

,,ეხო მოსკვის,, ცნობით, ფონდ ,,პეტერპურგსკაია პოლიტიკას,, დაკვეთით განხორციელებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ რუსი ამომრჩევლების 25% კატეგორიულად უარს აცხადებს მომავალ არჩევნებში პრეზიდენტ პუტინს მისცეს ხმა, თუმცა ამ ტიპის ელექტორატის 8 % ლიბერალდემოკრატთა ლიდერ ვლადიმერ ჟირინოვსკის უჭერს მხარს, ხოლო 7 % კომუნისტთა ლიდერ გენადი ზიუგანოვს. ე.წ. დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებიდან, პუტინისადმი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის 25%-დან, პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი მხოლოდ 3%-ს ფლობს, ხოლო რუსული დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერად წოდებული ალექსანდრ ნავალნი, მხოლოდ 2%-ან მხარდაჭერას ფლობს.

,,ლევადა ცენტრის,, მიერ გამოკითხულთა თითქმის მესამედი აცხადებს, რომ მათი მონაწილეობა არჩევნებში არსებითად არაფერს არ ცვლის… 22%-ს არ სჯერა რომ აჩევნების გაყალბების გარეშე ჩაივლის, ხოლო 20 % ვერ ხედავს ასარჩევთა შორის მისთვის სასურველ კანდიდატს.

აღსანიშნავია, რომ 20108 წლის 18 მარტს გასამართ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტი პუტინი ამ დრომდე დარეგისტრირებული არ არის როგორც კანდიდატი.

banner
წინა სტატიაში“ჩეხეთის რკინიგზამ” უარი განაცხადა “ყოველდღიური მეგზურის” გავრცელებაზე ყირიმის და აფხაზეთის გამო
შემდეგი სტატიაიემენში ჰუსიტებმა ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს