“ჩეხეთის რკინიგზამ” უარი განაცხადა “ყოველდღიური მეგზურის” გავრცელებაზე ყირიმის და აფხაზეთის გამო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2017 23:06

“ჩეხეთის რკინიგზამ” უარი განაცხადა “ყოველდღიური მეგზურის” გავრცელებაზე ყირიმის და აფხაზეთის გამო

კომპანიამ “ჩეხეთის რკინიგზა” (České dráhy) გამოუშვა 2018 წლის “ყოველდღიური მეგზური”, მაგრამ იგი დღის სინათლეს ვერ იხილავს. საქმე ის არის, რომ რუკაზე, რომელიც მეგზურს თან ერთვის, ყირიმი ერთდროულად რუსეთის და უკრაინის დროშების ფერებშია გადაწყვეტილი. იგივეა გაკეთებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართებით.
სულ “ყოველდღიური მეგზურის” 5 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. როგორც წესი, ამ გამოცემას დეკემბრის ბოლოს ტრადიციულად გადასცემენ ბიზნე-პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, ბანკირებს.
კომპანიამ “ჩეხეთის რკინიგზა”, როგორც კი აღმოაჩინა ეს შეცდომა, მეგზურის გავრცელებაზე უარი განაცხადა.
ინფორმაციას აქვეყნებს გაზეთი “Пражский эскпресс”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2017 23:06