რუსეთში მედვედევის ახლობელი მილიარდერი ძმები დააკავეს

დაკავებული არიან მილიარდერი ძმები ზიავუდინ და მაგომედ მაგომედოვები, რომლებსაც ფინანსური მანიპულაციები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურის ასაშენებლად გამოყოფილი დიდი რაოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებათ ბრალად.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მახაჩკალაში დაბადებული დაღესტანელი მაგომედოვები და მათი გარემოცვის რამდენიმე წევრი მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი რუსეთიდან გაქცევას ცდილობდნენ. ამ დროისთვის სასამართლომ მათ 30 მაისმდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ მაგომედოვების ქონება, ყველაზე მეტად, ამჟამინდელი პრემიერის დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს (2007-2012) გაიზარდა. სწორედ მაშინ მიიღეს ძმები მაგომედოვების კომპანიებმა ყველაზე დიდი მოცულობის სახელმწიფო შეკვეთები და მას მერე ფორბსის მილიარდერთა კლუბის წევრები გახდნენ. ,,ბიზნესმენები მედვედევის უახლოესი გარემოცვიდან,, ასე უწოდებდნენ რუსულ მედიაში ძმებ მაგომედოვებს.

banner
წინა სტატიაშიახალი სკანდალი “ფეისბუქის” ირგვლივ: ზრდა ნებისმიერ ფასად
შემდეგი სტატიაენერგოეფექტურობის ფონდის საგანგებო განცხადება მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობის ძალადობრივი განახლების მცდელობის შესახებ