ენერგოეფექტურობის ფონდის საგანგებო განცხადება მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობის ძალადობრივი განახლების მცდელობის შესახებ

ზემო სვანეთიდან გვატყობინებენ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით, მესტიისკენ გადააქვთ ტექნიკა და აღჭურვილობა „ევროსტანდარტებით მშენებარე“ ე.წ. „მწვანე ელექტროსადგურისთვის“, მესტია-ჭალა ჰესისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ წყალმა წაიღო! ეს არის გაუგონარი ძალადობა ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც აპროტესტებს აღნიშნული ჰესის ჰაი-ჰარალედ და მკვიდრი მოსახლეობის უკითხავად მშენებლობას!

იმის მაგივრად, რომ მოხდეს მესტია-ჭალა ჰესზე დატრიალებული კატასტროფის შესწავლა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ხელისუფლების არაკეთილსინდისიერ ნაწილთან გარიგებული ბიზნეს-ჯგუფი ცდილობს კვალის დაფარვას და ჰესის ნაჩქარევად აშენებას. ეს ქმნის უხარისხო მშენებლობის და კატასტროფის განმეორების უდიდეს რისკებს. ადგილობრივი მოსახლეობა და დაინტერესებული საზოგადოება სვამს შემდეგ კითხვებს: „ევროპული სტანდარტებით აშენებული“ ეგრეთ წოდებული „მწვანე ჰესი“ რატომ წაიღო წყალმა და რატომ შეუქმნა პრობლემები მესტიის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას? რატომ არ მიმდინარეობს მომხდარი კატასტროფის მიზეზების საფუძვლიანი შესწავლა საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით? რატომ არ ფიქრობენ აღნიშნული კატასტროფის მიზეზებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას?

დაინტერესებული საზოგადოება არ აპირებს უსამართლობისა და ძალადობისთვის შეგუებას და მწვავედ დააყენებს კატასტროფის მიზეზების გამჭვირვალედ შესწავლის და დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხებს.

ნახეთ ვიდეო:

[fbvideo link=”https://www.facebook.com/natia.nacarashvili.5/videos/1983803118315855/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშირუსეთში მედვედევის ახლობელი მილიარდერი ძმები დააკავეს
შემდეგი სტატიათავდასხმა სტამბოლში – ნიღბიანებმა კაფეს ცეცხლი გაუხსნეს