ახალი სკანდალი “ფეისბუქის” ირგვლივ: ზრდა ნებისმიერ ფასად

გამოცემა BuzzFeed -მა “ფეისბუქის” შიდა მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის ზაფხულში კომპანიის ტოპ-მენეჯერმა ენდრიუ ბოსუორტმა თანამშრომლებს დაუგზავნა. დოკუმენტში სოციალური ქსელის “დოქტრინაზეა” საუბარი, რომლის თანახმადაც, “ფეისბუქის” ზრდისთვის მისაღებია ნებისმიერი საშუალება. ბოსუორტი წერილში წერდა “მახინჯ სინამდვილეზე”, რომ მომხმარებლების მოზიდვა გამართლებულია მაშინაც, როცა ეს საეჭვო მეთოდებით ხდება და მას ხალხისთვის საშიშროების მოტანა შეუძლია.

მემორანდუმის ავტორმაც და კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმაც უკვე განაცხადეს, რომ სინამდვილეში მსგავს აზრს არ ეთანხმებიან. თუმცა, ახალ სკანდალს კიდევ ერთხელ შეუძლია კომპანიის რეპუტაციის შელახვა, რომელიც უკანასკნელ ხანებში მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გავრცელების გამო, ისედაც ბოდიშებს იხდის.

“ასე ჩვენ გავაერთიანებთ მეტ ხალხს. ამას, შესაძლებელია, ნეგატიური მხარეც ჰქონდეს. შესაძლებელია, ვიღაცა მოკვდეს მოწამვლით, შესაძლებელია ვიღაცა ტერაქტში მოკვდეს, რომელიც ჩვენი ინსტრუმენტების მეშვეობით შეიქმნება. და მაინც, ეს ყველაფერი ხალხს გააერთიანებს” – ნათქვამია მემორანდუმში – “ბიბისი” წერს.
“მახინჯი სინამდვილე იმაშია, რომ ჩვენ იმდენად ღრმად გვწამს ადამიანების გაერთიანების, რომ ყველაფერი, რაც ამის გაკეთების საშუალებას მოგვცემს, ეს უკვე “დე-ფაქტო” კარგია” – წერდა “ფეისბუქის” ტოპ-მენეჯერი საკუთარ თანამშრომლებს.

ბოსუორთი სოციალური ქსელის სიახლეების მექანიზმის თანაავტორია, ის კომპანიაში მაღალ თანამდებობას 2006 წლიდან იკავებს, ახლა კი ქსელის ვირტუალური რეალობის ინსტრუმენტების შექმნაზე მუშაობს.
თავისი წერილის კომენტარებისას “ტვიტერში” დაწერა, რომ სკანდალურ მემორანდუმში აღწერილს არ იზიარებს და მას “შეგნებული პროვოკაცია” უწოდა.
“ასეთ რთულ თემებზე დავა ჩვენი სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და შემდგომი განვითარებისათვის ჩვენ ასეთი ცუდი იდეების განხილვაც გვიწევს” – დაამატა მან.
მარკ ცუკერბერგმა, თავის მხრივ ბოსუორტს “ნიჭიერი პროვოკატორი” უწოდა. “ამ პოსტს “ფეისბუქშიი” კატეგორიულად არ ეთანხმებიან, ჩემი ჩათვლით. ჩვენ არასდროს ვთვლიდით, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას” – დაწერა ცუკერბერგმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ რომ სოციალურმა ქსელმა მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ანალიტიკურმა კომპანია Cambridge Analytica-ს გადასცა. Cambridge Analytica-მა მონაცემები თავისი პოლიტიკური კლიენტების სასარგებლოს გამოიყენა.
ცუკერბერგმა აღიარა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ნდობა დაკარგა და სინანული გამოთქვა მომხდარის გამო.

Cambridge Analytica-ის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის მანძილზე ცუკერბერგის კომპანიამ 58 მილიარდი დოლარი დაკარგა. დღეისთვის ის ბევრად მეტი იქნება.

banner
წინა სტატიაშიავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიარუსეთში მედვედევის ახლობელი მილიარდერი ძმები დააკავეს