რუსეთში ავტონომიური ინტერნეტის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელმაც, ავტორების ჩანაფიქრით, ინტერნეტის რუსულ სეგმენტს მუშაობის საშუალება უნდა მისცეს იმ შემთხვევაში, თუკი მას საერთო ქსელიდან გათიშავენ. დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი საფრთხის წარმოშობის შემთხევვაში ინტერნეტი რუსეთის ზედამხედველობის კომიტეტმა უნდა მართოს. კანონპროექტის გამნარტებაში წერია, რომ ის მომზადდა “აშშ-ს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის მიერ 2018 წლის სექტემბერში მიღებული აგრესიული ხასიათის დოკუმენტის” გათვალისწინებით. რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტრო ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა – წერს”ბიბისი” .

banner
წინა სტატიაშიკოსოვომ საკუთარი არმიის შექმნა დაიწყო,რაზეც ბელგრადი და ნატო წინააღმდეგი არიან
შემდეგი სტატიასასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა